LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიაში შიშველი ველოსიპედისტი დააკავეს

68

ავსტრიაში შიშველი ველოსიპედისტი დააკავეს. „The Local”-ის ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქ ფილახში მოხდა.

ექსტრემალი მამაკაცი სრულიად გაშიშვლდა და ყინვასა და სიცივეში სეირნობა დაიწყო. შემდეგ კი ყურადღების მისაქცევად ერთ-ერთი სასტუმროს სახანძრო სიგნალიზაცია ჩართო და შენობის გარშემო სიარული განაგრძო. ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა ცეცხლი ვერა, მაგრამ შიშველი ხუმარა კი იპოვეს. ველოსიპედისტმა ამ დროს გაქცევა მოახერხა და პოლიცია მას ქალაქის ცენტრამდე მისდევდა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, მამაკაცი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო და -13 გრადუსამდე ყინვა დიდად არ აწუხებდა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები