LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთადერთი კედელი, რომლისაც გვწამს: დორტმუნდმა ტრამპი დატროლა

31

ერთადერთი კედელი, რომლისაც გვწამს. დორტმუნდის „ბორუსია“ დონალდ ტრამპს გაეკაიფა.

გერმანული კლუბი აშშ-ს ახალი პრეზიდენტის პროგრამას ტვიტერში სახუმარო პოსტით გამოეხმაურა. ტრამპი დაპირდა, რომ შტატებისა და მექსიკის საზღვარზე კედელს ააშენებს (ყვითელი კედელი), ხოლო „ბორუსიამ“ მიანიშნა, რომ მსგავსი ნაგებობა უკვე მრავალი წელია არსებობს.

ერთადერთი კედელი, რომლისაც გვწამს – მიაწერა პოპულარულმა გერმანულმა გუნდმა მიმართვას.

დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი გახდა.
„ბორუსია“ კი 17 ტურის შემდეგ ბუნდესლიგაში მეოთხე ადგილზეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები