LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ საავტომობილო ბრენდს ”გუგლავენ” ყველაზე ხშირად?

40

2016 წელს Google-ის საძიებო სისტემაში ყველაზე პოპულარული საავტომობილო ბრენდი Toyota გახდა. მას მსოფლიოს 193 ქვეყნიდან 74 ქვეყანა ყველაზე ხშირად ”ეძებს”. მონაცემებს ბრიტანული კომპანია Quickco ავრცელებს.

მეორე ადგილი ძიებების მიხედვით BMW-ს ერგო, რომელსაც მსოფლიოს 51 ქვეყანაში ”ეძებდნენ”, სამეულს კი Hyundai ასრულებს, რომლის შესახებაც ინფორმაციას Google-ის საძიებო ველში მსოფლიოს 17 ქვეყანაში მოიძიებდნენ.

Quickco-ში აღნიშნეს, რომ ადგილობრივმა ავტომწარმოებლებმა პირველი პოზიციის მოპოვება მხოლოდ ოთხ ქვეყანაში შეძლეს – გერმანიაში ყველაზე პოპულარული BMW-ა, საფრანგეთში Renault, შვედეთში Volvo, იტალიაში კი Fiat. ამერიკელები ყველაზე ხშირად ინფორმაციას Toyota-ზე ეძებდნენ, იაპონელები და სამხრეთ კორეელები კი BMW-ს გარშემო კითხულობდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები