LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვანცა დარასელია მაყურებელს დაემშვიდობა

30

ტელეწამყვანი გვანცა დარასელია მაყურებელს დაემშვიდობა, ამის მიზეზი გვანცას ორსულობა გახდა. ის რამდენიმე თვეში, მეორე შვილის დედა გახდება. გვანცამ და “სხვა შუადღის” წამყვანებმა ამასთან დაკავშირებით ფოტოსესია მოაწყვეს, ტელეწამყვანმა კი სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა: “თუ ბავშვი მართლა გრძნობს ემოციებს და ესმის ხმები მუცლად ყოფნის დროს, ესე იგი ჩემი გუნდის სახით მას უკვე ჰყავს საოცრად მოსიყვარულე და მზრუნველი მეგობრები. მე მიყვარს ჩემი სამსახური და ჩემი ადამიანები ამ სამსახურში. ჩვენი ერთგული მაყურებლების კეთილი სურვილები და სიყვარული მიმაქვს დეკრეტულ შვებულებაში. გტოვებთ მხოლოდ დროებით და ძალიან საპატიო მიზეზით“.

გვანცა დარასელიას დროებით ლიკა ევგენიძე შეცვლის, რომელიც ამერიკიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. ფოტო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები