LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პენსიონერმა ველოსიპედით 7 ქვეყანა მოიარა

29

ამერიკელმა პენსიონერმა ველოსიპედით 7 ქვეყანა მოიარა. „CNN“-ის ინფორმაციით, მონტანას შტატში მცხოვრებ ეთელ მაკდონალდს მოგზაურობა ყოველთვის სურდა, ამიტომ როგორც კი პენსიაზე გავიდა ოცნების ასრულება გადაწყვიტა.

მოხუცი ქალბატონი გზას თავისი ველოსიპედით, სრულიად მარტო დაადგა და უკვე 16 ათასი კილომეტრი დაფარა. ცოტა ხნის წინ 78 წლის ეთელმა ირლანდია მოინახულა, მანამდე კი საფრანგეთს, ჰოლანდიას, გერმანიას, ბელგიას, შვედეთს, ნორვეგიასა და დანიას ეწვია. აწ უკვე დიდი ბებია გაჩერებას არც მომავალში არ აპირებს. მისი აზრით, მარტო მოგზაურობა ძალიან კომფორტულია, რადგან არავისთვის არ უწევს ანგარიშის გაწევა და გადაწყვეტილებებს ისე იღებს, როგორც მოესურვება.