LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მძღოლები, რომლებიც ყველაზე ხშირად ხვდებიან ავარიაში

33

კანადელი მეცნიერების განცხადებით, ავარიაში ყველაზე ხშირად მგრძნობიარე და სუსტი ფსიქიკის ადამიანები ხვდებიან. ექსპერიმენტი, რომელიც ნარკოდამოკიდებულების და ფსიქიური დაავადებების სამკურნალო ცენტრში ჩატარდა, 13 000-მდე მოხალისე მონაწილეობდა, რომელთაც სპეციალური ანკეტა შეავსეს.

ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ ავტო-საგზაო შემთხვევების მიზეზი ძირითადად ფსიქიური პრობლემების ან ნევროლოგიური დაავადებების მქონე მძღოლები ხდებიან. მეცნიერების მტკიცებით, ჩვეულებრივი გაღიზიანება ან ნერვული დაძაბულობაც კი, ნეგატიურად მოქმედებს მძღოლზე და უმეტეს შემთხვევაში სწორედ ეს ხდება ავარიის მიზეზი. როგორც აღმოჩნდა, არაჯანსაღი ფსიქიური მდგომარეობა ისეთივე სახიფათოა, როგორც მსუბუქი ნარკოტიკები.