ტურისტები ატმოსფეროს მონახულებას საჰაერო ბურთებით შეძლებენ. „BBC”-ის ინფორმაციით, ამერიკულმა კომპანია World View-მ სტრატოსფეროში გამგზავრების მსურველთათვის საინტერესო ტურები დააანონსა. მოგზაურებს საშუალება ექნებათ, რომ მზის ამოსვლა დედამიწიდან 30 ათას მეტრის სიმაღლეზე ნახონ. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ ასეთი ფრენა კოსმოსური ხომალდით მოგზაურობაზე ბევრად უფრო კომფორტული იქნება.
აღსანიშნავია, რომ საჰაერო ბურთით პირველი ფრენა 2017 წელს შედგება და ბილეთის ფასი 75 ათასი დოლარი იქნება. მომავალში კი ფრენის ღირებულება 25-30 ათას დოლარამდე შემცირდება.
