მილანში სულ მალე ხელოვნების კვირეული დაიწყება. თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი წელს 22-ედ გაიმართება და ქალაქის მუნიციპალიტეტი გრანდიოზულ ღონისძიებებს გეგმავს.
კვირეულს ტრადიციულად განსაკუთრებული მისია ექნება და წელს მისი მიზანი – ხელოვნების ახალი ფორმების პოპულარიზაცია და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. საინტერესო ღონისძიებებში მონაწილეობას მსოფლიოს ცნობილი მუზეუმები, გალერეები თუ ხელოვანები მიიღებენ და ის 31 მარტიდან 2 აპრილამდე გასტანს.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზატორები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ათასობით დამთვალიერებელს ელოდებიან.