მომღერალი მაკა ზამბახიძე გამომწერებს ახალი ფოტოსესიიდან კადრებს უზიარებს. ულამაზესი ფოტოების ავტორი ფოტოგრაფი ნათია სიჭინავაა.
მომღერალმა ფოტოსესიისთვის არჩევანი შავ კაბაზე, სათვალესა და წითელ ტუჩსაცხზე შეაჩერა. აღსანიშნავია, რომ მაკა აღნიშნულ ფოტოსესიაში ძალიან ელეგანტურად გამოიყურება, რაც არც გამომწერებს დარჩენიათ უყურადღებოდ. ფოტოებმა ძალიან დიდი გამოხმაურება დაიმსახურა.
„ულამაზესი მაკა, შარმიანი და ცეცხლოვანი!“, „ძალიან ორიგინალური და ლამაზი კადრია“, „მბრწყინავი“ „საოცრად ლამაზი და საყვარელი მაკა“ – წერენ კომენტარებში