LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადრიდი 47 ქუჩას სახელს შეუცვლის

10

მადრიდი 47 ქუჩას სახელს შეუცვლის. მსგავსი გადაწყვეტილება ისტორიული სამართლიანობის აღდგენის კომისიამ მიიღო და მათი მიზანი დიქტატორ ფრანკოს კვალის გაქრობაა. როგორც დედაქალაქის მერიის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ქუჩების ახალ დასახელებებს ისტორიული სახელებიდან შეარჩევენ. რაც იმას გულისხმობს, რომ ფრანკიზმის გამარჯვების შემდეგ სახელშეცვლილი ქუჩები ძველ დასახელებებს დაიბრუნებენ. ხოლო, თუკი ძველი სახელის დაბრუნება ამა თუ იმ მიზეზის გამო შეუძლებელია, მაშინ კომისია ქუჩებს – ცნობილი ქალბატონების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, კულტურის სფეროს მოღვაწეთა და ზოგადად ისტორიულ პირთა სახელებს შეურჩევს.

უკვე ცნობილია, რომ გენერალ ფრანკოს გზაჯვარედინი ამიერიდან ცნობილი მწერლის – დიეგო ტორესის სახელს ატარებს. ტორესი საზოგადოებამ მადრიდულ ცხოვრებაზე შექმნილი ჩანახატებით გაიცნო, ამიტომ მერიამ ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილს სწორედ მისი სახელი დაარქვა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები