მონტე-კარლო პიცის ფესტივალისთვის ემზადება. გრანდიოზული ღონისძიება 29 მარტს დაიწყება და 2 აპრილამდე გასტანს, მისი მთავარი სიმბოლო კი ნეაპოლიტანური პიცა იქნება. ფესტივალის ორგანიზატორი თავად „Associazione Vera Pizza Napolitana“ ანუ – „ნამდვილი იტალიური პიცის ასოციაცია“ გახდა და ისინი სტუმრებს უგემრიელესად გამასპინძლებას პირდებიან. ქალაქის ქუჩებში დაიდგმება ღუმელები და მზარეულები პიცას სხვების თვალწინ დაამზადებენ.
აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი აკრობატული ნომრებით იქნება გაჯერებული, რაც სანახაობას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში მასტერკლასებიც გაიმართება და მსურველებს უგემრიელესი პიცის დამზადებას შეასწავლიან.