LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონური საკურა დროზე ადრე აყვავდა

103

იაპონური მედიის ინფორმაციით, მეტეოროლოგიურმა სააგენტომ უნიკალური შემთხვევა დააფიქსირა – ყველაზე პოპულარული იაპონური ხე ჩვეულებრივზე 5 დღით ადრე აყვავდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა თუ სპეციალურად საკურას სანახავად ჩამოსული ვიზიტორები ამ სასწაულს დროზე ადრე იხილავენ.

წელს ულამაზესი ყვავილობა ყველაზე ადრე ფუკუოკეში, ნაგაესა და ტოკიოში დაიწყება და შემდეგ ქვეყნის ყველა რეგიონს მოედება. წინასწარი პროგნოზით, ველური ალუბლის ბოლო ყვავილი 4 მაისს გაიფურჩქნება და მსოფლიოს ერთ-ერთ სასწაულად აღიარებული მოვლენაც დასრულდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები