ხელოვნება, საკვები და მუსიკა – მოგზაურობისას ამ სამ კომპონენტზე უფრო მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს.
კომპანია „Totallymoney“-მ მსოფლიოში ყველაზე საინტერესო კულტურული დანიშნულებები შეარჩია. ექსპერტებმა ტურისტული პორტალის – Tripadvisor და ყველაზე ცნობილი კულინარიული გამოცემის michelin guide-ის გამოყენებით საუკეთესო მუზეუმები, გალერეები თუ რესტორნები გამოავლინეს და ამის მიხედვით აუცილებლად სანახავი ქალაქების რეიტინგიც შეადგინეს.
საუკეთესოთა შორის საუკეთესოს ტიტული კი ამსტერდამმა მოიპოვა. ყველაზე ტოლერანტული და კოსმოპოლიტური ქალაქი თავის თავში საინტერესო კულტურასა და ისტორიას აერთიანებს და მნახველებს მართლაც დაუვიწყარი დროის გატარებას პირდება.
რაც შეეხება საკვებს, ჰოლანდიის დედაქალაქის სტუმრობისას უკმაყოფილო ვერც გურმანები ვერ დარჩებიან. აღსანიშნავია, რომ საინტერესო ქალაქთა სიის შემდეგ პოზიციებს – დუბლინი, პრაღა, მაიამი, პარიზი, ბარსელონა, მილანი, რომი, ვენა და ლონდონი იკავებენ.