LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრაღა გასტრონომიული ფესტივალისთვის ემზადება

31

პრაღა გრანდიოზული გასტრონომიული ფესტივალისთვის ემზადება. Prague Food-ზე დასასწრები ბილეთები 1 აპრილიდან იყიდება, ხოლო თავად ღონისძიება კი 26-28 მაისისთვისაა დაგეგმილი. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ, რომ ქალაქის ქუჩებში ისეირნონ და პრაღის საუკეთესო რესტორნების შეფ-მზარეულების მიერ მომზადებული კერძები დააგემოვნონ. საფესტივალო მარათონში ჩაერთვებიან თავად რესტორნებიც და მსურველებს ტრადიციულ კერძებთან ერთად მსოფლიო კულინარიულ შედევრებსაც შესთავაზებენ.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი პროგრამა ასევე ღვინის დეგუსტაციას, ბარმენების სკოლას, ლუდის ჩამოსხმის კურსებსა და საინტერესო ადამიანებთან შეხვედრას მოიცავს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები