LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბურთალოს რაიონში ახალი გზა გაიჭრა

40

საბურთალოს რაიონში,  ქოშიგორას დასახლებასთან მისასვლელი სრულიად ახალი გზა გაკეთდა.  დასახლების აღმაშენებლის ხეივანთან დასაკავშირებლად გზა სპეციალურად გაიჭრა  და 1536 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგო.

აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად საბურთალოს რაიონის გამგეობამ 153 748 ლარი გამოყო.  საგზაო სამუშაოები  შპს ,,ჯეუ გრუპის“ მიერ შესრულდა.

დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია და საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნენ. თბილისის მერის თქმით, აღნიშნული გზის გაკეთება ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნა იყო.

„ქოშიგორას დასახლებასთან დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის გაკეთება მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე მოხდა. ძველ გზაზე უსაფრთხო  გადაადგილება შეუძლებელი იყო, ამიტომ  ახალი გზის გაკეთება გადავწყვიტეთ. აღნიშნული გზის 1536 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგო და სატრანსპორტო გადაადგილება უსაფრთხო და მოსახერხებელი გახდა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები