LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიჭმა მოწყენილობისგან 40 და-ძმა იპოვა

119
Ben-Sanderson-selfie-and-sister

ლოს-ანჯელესში მცხოვრებმა ბენ სანდერსონმა მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ 40 და-ძმის პატრონია. თავისი ისტორია ახალგაზრდამ გამოცემა People-ს გაუზიარა.

ბენის თქმით, მან ბავშვობიდანვე იცოდა, რომ ხელოვნური განაყოფიერებით იყო დაბადებული. 2023 წლის მაისში, როგორც ახალგაზრდა იხსენებს, მოწყენილობისგან ნათესავების პოვნა გადაწყვიტა. ამისათვის ის დარეგისტრირდა საიტზე, საიდანაც ერთი დონორის შვილებს ერთმანეთის პოვნა შეუძლიათ.

სანდერსმა მალევე აღმოაჩინა უფროსი და, რომელმაც ბიჭს უამბო რომ კიდევ 17 და და 23 ძმა ჰყავდათ. ბენი მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა იყო და ნელ-ნელა ყველას გაცნობა დაიწყო.

ერთმანეთის უკეთ გასაცნობად, ერთი მამის შვილებმა ცხრილიც შეადგინეს, სადაც ერთმანეთის შესახებ ინფორმაცია შეიტანეს. „ჩვენ ერთმანეთის საზღვრებს პატივს ვცემთ. ზოგიერთი ჩვენგანი პირველივე დღიდან ისე იქცევა, თითქოს ყოველთვის და-ძმა ვიყავით, მაშინ როცა სხვები უცნობებივით იქცევიან,“ – უთხრა სანდერსმა ჟურნალისტს.

ახალგაზრდა რამდენიმე უფროს დას უკვე პირადადაც შეხვდა და ბიოლოგიურ მამასაც მიწერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები