LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარაშუტი მფრინავი ავტომობილის აუცილებელი ატრიბუტი იქნება

95

გამოცემა „The Detroit news”-ის ცნობით, მიჩიგანის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ჩაატარეს მასშტაბური გამოკითხვა და დაადგინეს, რომ ავტომობილში პარაშუტის არსებობას ამერიკელთა 80% ემხრობა. გამოკითხულთა ნახევარზე მეტს ინოვაციური ტრანსპორტის შესახებ ერთხელ მაინც სმენია და უსაფრთხოების საკითხები ძალიან აწუხებს. თუმცა, სამი მეოთხედი სიახლეს მთელი გულით ელის, რადგან დარწმუნებულია, რომ გზაზე დახარჯული დრო რამდენიმე წუთამდე შემცირდება. აღსანიშნავია, რომ მფრინავი ავტომობილების შექმნაზე ერთდროულად რამდენიმე კომპანია მუშაობს და საზოგადოება პირველ ეგზემპლარს 2020 წლისთვის იხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები