სლოვაკეთის ქალაქების პარკებსა და სპორტულ მოედნებზე „ჭკვიანი“ კარადების დადგმა დაიწყეს, საიდანაც მაისურების, კალათბურთისა და ფეხბურთის ბურთების, განტელები თუ სხვა სპორტული ინვენტარის თხოვებაა შესაძლებელი. ამ ნივთების გამოყენებას ნებისმიერი მსურველი ყოველ დღიურად 90 წუთის განმავლობაში, უფასოდ შეძლებს.
პროექტის ავტორებმა გადაწყვიტეს, მხარი დაუჭირონ იმ ადამიანებს ვისაც სპორტით უნდა დაკავება და მათაც ვისაც პარკში მძიმე ინვენტარის ტარება არ სურს.
კარადის გასაღებად სპეციალური აპლიკაციის გადმოწერა იქნება საჭირო.
სისტემა ადგილობრივმა სტარტაპმა მოიგონა და სიახლით უკვე სხვა ევროპული ქვეყნებიც დაინტერესდნენ – აგვისტოს ბოლოს პირველი „ჭკვიანი“ კარადა გამოჩნდა ბუდაპეშტის ერთ-ერთ პარკშიც.