LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უეფა მიდგომებს ცვლის: მთავარია როგორ ექცევით ადამიანებს

53

ევრო 2024-ის მასპინძელი ქვეყნის არჩევისას უეფა აღნიშნულ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხს გაითვალისწინებს. ამის შესახებ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინმა განაცხადა.

”ადამიანის უფლებების დაცვა უეფასთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მასპინძლობის უფლების მოპოვების მსურველთათვის ჩვენს მიერ წაყენებულ პირობათა სიაში რამდენიმე პუნქტის ჩართვა ამ მიმართულებით. ამიერიდან უეფას ეგიდით გასამართი ნებისმიერი ტურნირის ან ფინალის მასპინძელთა შერჩევისას ყოველთვის მიექცევა ყურადღება იმას, თუ რამდენადაა დაცული კანდიდატ ქვეყანაში ადამიანის უფლებები”, – განაცხადა ჩეფერინმა გერმანიისა და თურქეთის ფეხბურთის ფედერაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრის დროს.

ორივე ქვეყანა ევრო 2024-ის მასპინძლობის კანდიდატია. ტურნირის მასპინძელ ქვეყანას 2018 წლის სექტემბერში დაასახელებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები