LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ჰიბრიდების ლუქსი – ახალი Bentley Flying Spur

119
ჰიბრიდების ლუქსი - ახალი Bentley Flying Spur

ახალი Flying Spur Bentley-ს ისტორიაში ყველაზე მძლავრ ოთხკარიან მოდელად იქცა. მეოთხე თაობის სედანი Bentley Flying Spur იმის კარგი მაგალითია თუ რამდენად კონსერვატიულია მისი აუდიტორია Continental GT-ის მყიდველებთან შედარებით.

ახალ მოდელში რაიმე რადიკალურ ცვლილებებს ვერ ნახავთ, მაგალითად ისეთს როგორიცაა Bacalar-ის ფარები, განსხვავება წინა მოდელისგან კოსმეტიკურია.

ასეა თუ ისე, მოდელს ახალი ძრავა აქვს – ჰიბრიდული Ultra Performacne. მან ბიტურბო W12 ჩაანაცვლა და Flying Spur მწარმოებლის ისტორიაში ყველაზე მძლავრ ოთხკარიანად აქცია. ძრავის სიმძლავრე 782 ცხენის ძალაა და სიახლეს პირველი 100 კმ-ს გავლა წინამორბედთან შედარებით 0,3 წამით უფრო სწრაფად შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები