ეგვიპტის ტურიზმის ფედერაციამ დასვენების ფორმატს All Inclusive ქვეყნისთვის საზიანო უწოდა. კერძოდ, All Inclusive იწვევს მომსახურების ხარისხის დადაბლებას და საკურორტო რეგიონების განვითარებას აფერხებს.
ტურიზმის ფედერაციის ხელმძღვანელის, კარიმ მოხსენის განცხადებით, სასტუმროში სისტემა All Inclusive-ისას ტურისტი აღარ ტოვებს ტერიტორიას, რაც დანარჩენ ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე უარყოფითად აისახება. ასევე, ამცირებს ადგილობრივი ბიზნესის – ტაქსისტების, კაფეების, რესტორნებისა და მაღაზიების მფლობელების შემოსავლებსაც. ამასთან, სასტუმროების ფასები, რომლებიც All Inclusive-ზე მუშაობენ, უნდა გაიზარდოს.