LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცის ოთხი ყველაზე დიდი შეცდომა ურთიერთობაში

13

სიყვარული ერთ დღეში არ ქრება, მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ ყველაფერი სწორედ ასე მოხდა. სინამდვილეში, ურთიერთობის ნგრევა ბევრად ადრე იწყება, ვიდრე ქალი საბოლოოდ გაიჯახუნებს კარს. რა თქმა უნდა, არ შეიძლება ნებისმიერ კონფლიქტში მამაკაცების დადანაშაულება, მაგრამ უსიამოვნების მიზეზი, პირველ რიგში სწორედ თქვენ ბრძანდებით, რადგან…

* მუდმივად ატყუებთ საყვარელ ქალს

დიდი პრობლემები პატარა ტყუილით იწყება, რადგან ტყუილი ვერასდროს გახდება ნამდვილი სიყვარულის მყარი ფუნდამენტი. შესაძლოა, ქალმა ერთხელ დაგიჯეროთ, მაგრამ ადრე თუ გვიან მას მაინც გაუჩნდება ეჭვი და დაკარგავს თქვენს ნდობას, ნდობის გარეშე კი, არც სიყვარული არსებობს, არც მეგობრობა.

* ზედმეტად ხართ დამოკიდებული სოციალურ ქსელზე

რა თქმა უნდა, კარგია როცა საყვარელ ადამიანს ხშირად წერთ, ინტერესდებით სიახლეებით, ნახულობთ და იწონებთ მის ფოტოებს, მაგრამ ვირტუალურმა კავშირმა არ უნდა ჩაანაცვლოს რეალური ურთიერთობა – სეირნობა, პაემნები, კინოსა და თეატრში დაპატიჟება, რადგან ქალს „პრაქტიკული“ ყურადღება სჭირდება და არა აბსტრაქტული.

* არ აფასებთ მის მზრუნველობას

მართალია, ხშირად ამბობთ, რომ გსიამოვნებთ მისი მზრუნველობა, მაგრამ არ აფასებთ მის მხარდაჭერას გულწრფელად, რაც შეუმჩნეველი არასდროს რჩება, არადა, ქალბატონები ხშირად საკუთარ ამბიციებზე ამბობენ უარს, რათა საყვარელი მამაკაცი იყოს წარმატებული, დაუფასებლობის შემთხვევაში კი, გულწრფელად სწყინთ, რაც მალე ბრაზში გადადის და ყველაფერი დაშორებით მთავრდება.

* არასდროს აგვარებთ პრობლემებს

ალბათ, ყველა მამაკაცს გამოუცდია საკუთარ თავზე ქალის მოულოდნელი აფეთქება, ყვირილი და ჩხუბი. თუმცა, უმიზეზოდ არაფერი არ ხდება, რადგან ჩხუბი და ყვირილი დაგროვილი პრობლემების ბრალია, რომელთაც თქვენ მოხერხებულად არიდებთ თავს და ფიქრობთ, რომ ყველა უსიამოვნება თავისით მოგვარდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები