LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (23-29 სექტემბრის) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

3932
მიხეილ ცაგარელი

ვერძი – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას. მარტივად დაძლევთ ფინანსურ პრობლემებს, არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მოიძიოთ შემოსავლის ახალი წყარო. ეცადეთ მეტად იკონტაქტოთ გარშემომყოფებთან, რათა გაიცნოთ ადამიანები, რომლებიც მხარს დაუჭერენ თქვენს პროექტებსა და ახალ წამოწყებებს. მეტი ტაქტისა და დიპლომატიის გამოჩენა გმართებთ საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან, რადგან ყველას არ მოეწონება თქვენი სიხისტე და ზედმეტი პირდაპირობა. 

კურო  – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. დაღლილობისა და უხალისობის მიუხედავად, მაინც მოგიწევთ გადაუდებელი საქმეების დასრულება და პრობლემების მოგვარება. მეტი ყურადღება მიქციეთ გარშემომყოფებს და მიმდინარე მოვლენებს, რადგან ბევრი ეცდება თქვენს მოტყუებას და ხიფათში გაბმას. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე გადაწყვეტილებების მიღებისას, რათა არ დაუშვათ შეცდომა, რომლის გამოსწორება ძალიან გაგიჭირდებათ.

ტყუპები  – გაძლიერებული ენერგოტონუსისა და იმუნიტეტის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის გამოჩენას, დასახული გეგმებისა და მიზნების განხორციელებას. კარგი პერიოდია მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, კარიერული ზრდისა და განვითარებისთვის, მთავარია არ მოგერიდოთ ხელმძღვანელებისთვის საკუთარი იდეების შეთავაზება. თამამად შეგიძლიათ გადადგათ პირველი ნაბიჯი საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობის მოწესრიგებისთვის.

კირჩხიბი  – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, თუმცა დასვენების ნაცვლად მაინც მუშაობა და აქტიურად მოქმედება მოგიწევთ. არ დაიზაროთ ახლობლების დახმარება ან რჩევის მიცემა, რომლებიც სწორედ თქვენს იმედზე იქნებიან. კარგი პერიოდია ბინის კეთილმოწყობისა და ინტერიერის დიზაინის შესაცვლელად. იმოქმედეთ ინტუიციაზე დაყრდნობით, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ სწორი გადაწყვეტილებების მიღებას.

ლომი  – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ენთუზიაზმი და შრომის უნარი, ოპტიმიზმი და შემართება. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, კარიერული ზრდისა და განვითარებისთვის, საზოგადოებრივ და საქველმოქმედო პროექტებში მონაწილეობისთვის. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მიიღოთ ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც დიდხანს ელოდით.  

ქალწული – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით, ამიტომ არ ღირს მასშტაბური პროექტების დაწყება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, რადგან არაა გამორიცხული დაუშვათ შეცდომა, რომლის გამოსწორება ძალიან გაგიჭირდებათ. კარგი პერიოდია შემოსავლის ახალი წყაროს მოძიებისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

სასწორი  – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც თქვენ იქნებით. გაძლიერებული ენერგოტონუსისა და იმუნიტეტის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ენთუზიაზმი და ოპტიმიზმი, თვითრწმენა და ინტუიცია, საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ გუნება-განწყობაც. შეძლებთ გააქტიურებას, საუკეთესო თვისებების გამოვლენას და შესაძლებლობების სრულად გამოყენებას. მთელი თვე სასიკეთო ცვლილებების პერიოდი იქნება, ამიტომ იაქტიურეთ, რათა არ გაუშვათ ხელიდან წარმატების შანსი.

მორიელი  – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. არ ღირს ზედმეტად აქტიურობა, უმჯობესია შეინარჩუნოთ სტაბილურობა, რათა არ დაკარგოთ უკვე მიღწეული. ყურადღებით გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, გადაწყვეტილებების მიღებისას კი გამოიყენეთ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება. არ ღირს ზედმეტი ლაპარაკი, დაიცავით საიდუმლო, რადგან სწორედ ის გიღალატებთ, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელით.

მშვილდოსანი  – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ენთუზიაზმი და ოპტიმიზმი, შეძლებთ გააქტიურებას, ორგანიზატორული ნიჭის და ლიდერული თვისებების გამოვლენას. კარგი პერიოდია გავლენის სფეროს გაფართოებისა და ავტორიტეტის განმტკიცებისთვის. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მიიღოთ ის შეთავაზება, რომელიც ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

თხის რქა  – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. უხალისობის მიუხედავად, მაინც მოგიწევთ აქტიურობა, ძველი საქმეების დასრულება და მიმდინარე პრობლემების გადაწყვეტა. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და იმოქმედეთ მხოლოდ მასზე დაყრდნობით. ენას კბილი დააჭირეთ, არ ღირს ზედმეტი ინფორმაციის გაცემა და საკუთარი გეგმების გახმაურება, რადგან ბევრი ეცდება თქვენი სისუსტეების თქვენსავე წინააღმდეგ გამოყენებას.

მერწყული  – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს თვითრწმენა და ენთუზიაზმი, შეძლებთ წარსულის შეცდომების გადახედვას და საჭირო დასკვნების გაკეთებას. კარგი პერიოდია საყოფაცხოვრებო პრობლემების გადასაჭრელად, ძველი კონფლიქტების მოსაგვარებლად და ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მთავარია, არ დაიზაროთ, იაქტიუროთ და გამოიყენოთ ყველა პოზიტიური შანსი.

თევზები  – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, თუმცა მაინც მოგიწევთ გააქტიურება, რადგან შემდეგი კვირა ბევრად რთული და დაძაბული იქნება. ეცადეთ მაქსიმალურად გამოავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები, დაასრულოთ ძველი საქმეები და თავი შეიკავოთ ახალი პროექტების დაწყებისგან. კარგი პერიოდია ახალი კავშირების გაბმისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის, რადგან არაა გამორიცხული სწორედ ახალი ნაცნობები გახდებიან საიმედო პარტნიორები.

გეომაგნიტური დღეები – 24, 25, 26 და 29 სექტემბერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები