LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Chevrolet Onix და Kia Rio – სასიკვდილო ხაფანგი? (ვიდეო)

49

ორგანიზაცია Latin NCAP-მ ორი ბიუჯეტური მოდელის შეჯახების ტესტი ჩაატარა და არც ერთ მათგანს უსაფრთხოების ერთი ვარსკვლავიც კი არ მიუღია.

Chevrolet Onix – ბრაზილიაში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელია, მიუხედავად ამისა, ის დიდი მგზავრებისთვის უსაფრთხოების ელემენატარულ ნორმებსაც კი არ პასუხობს – მან ნოლი ვარსკვლავი მიიღო. აი ბავშვი მგზავრების დაცვში კი ექსპერტებმა ავტომობილს სამი ვარსკვლავი მიანიჭეს.

Chevrolet Onix უსაფრთხოების ორი ბალიშით არის აღჭურვილი, თუმცა, ავტომობილის ძარა გვერდითი შეჯახებისას დაუცველია.

Latin NCAP-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ავტომობილით გაწბილებულები არიან. General Motors-ში კი ამბობენ, რომ მოდელი გლობალურ პლატფორმაზეა აწყობილი, თუმცა ის არც ევროპულ მოთხოვნებს და არც ამერიკულ ნორმებს არ შეესაბამება.

მეორე ავტომობილი კი სედანი Kia Rio გახლდათ, მას არ აქვს არც ერთი უსაფთხოების ბალიში და ელემენტარული ABS-ის სისტემაც კი. შედეგად დიდი მგზავრების დაცვაში ნული, ხოლო ბავშვების უსაფრთოებაში ერთი ვარსკვლავი მიიღო. ამასთან, ორგანიზაციის სპეციალისტებმა ძარის მყარი სტრუქტურა აღნიშნეს, რომელმაც გამძლეობა აჩვენა როგორც ფრონტალური, ისე გვერდითი შეჯახებისას.

Latin NCAP-ის გენერალური მდივანი, ალეხანდრო ფურასი აცხადებს, რომ ლათინურ ამერიკაში კრაშ-ტესტების ჩატარებისას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო სტანდატები უნდა მოქმედებდეს და მწარმოებლებმა უსაფრთხო ავტომობილები უნდა წარმოადგინონ.

”ორმაგ სტანდარტებს ბოლო უნდა მოეღოს. ისეთი ავტომობილები, რაც ჩვენ გავტესტეთ, ევროპასა და აშშ-ში გაყიდვაში არ არის. მაშინ რატომ იყიდება ლათინურ ამერიკაში, ეს ხომ სასიკვდილო ხაფანგია”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები