ფსიქოლოგები დაინტერესდნენ, თუ რა ასაკში აღარ სჭირდებათ ქალებს მამაკაცები და დაადგინეს, რომ ეს პერიოდი ზოგისთვის 30 წლის შემდეგ, ზოგისთვის კი პენსიის მოახლოებასთან ერთად დგება. ურთიერთობაზე უარის თქმის მთავარი მიზეზი კი თავდაჯერებულობის ნაკლებობაა. საქმე ისაა, რომ ასაკის მომატებასთან ერთად ბევრი ქალბატონი მიმზიდველობას კარგავს, წონაში იმატებს, მუდმივად დაღლილია და ა.შ. სწორედ ამიტომ, ისინი ფიქრობენ, რომ საპირისპირო სქესის წარმომადგენელთათვის ნაკლებად საინტერესოები არიან და საკუთარ თავს აჯერებენ რომ მარტო ყოფნა უფრო მოსწონთ.
სპეციალისტები ასევე აღნიშნავენ, რომ ზოგიერთ ქალბატონს ოჯახის ფენომენის არ სწამს, ამიტომ კაცის გარეშე თავს ბევრად უფრო ბედნიერად გრძნობს.