LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაია ქერი და ბრაიან ტანაკა შერიგდნენ?

16

ჯერ კიდევ გუშინ, “ფორტუნა” წერდა იმის შესახებ, რომ მერაია ქერის ყოფილი ბოიფრენდი ენატრება და „ინსტაგრამზე“ მის ფოტოებს აზიარებს. დღეს კი დასავლური პრესა ქერისა და ბრაიან ტანაკას რომანის განახლებაზე წერს.

პაპარაცებმა წყვილის რომანტიკული შეხვედრის ამსახველი ფოტოები გაავრცელეს, რომლებიც მალიბუშია გადაღებული და სადაც ორივე საკმაოდ ბედნიერად გამოიყურება. ქერის და ტანაკას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ, თუმცა, სავარაუდოდ, ქერი დუმლის მალე დაარღვევს.

შეგახსენებთ, რომ წყვილი ერთმანეთს აპრილში დაშორდა. მიზეზად ქერის ახალგაზრდა საყვარლის ფინანსური პრობლემები დასახელდა, რომლის გამოც ცნობილ მომღერალს მისი რჩენა უწევდა. ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები