LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთი და იტალია ესპანური კიბეების წარმომავლობაზე წაკამათდნენ

114
საფრანგეთი და იტალია ესპანური კიბეების წარმომავლობაზე წაკამათდნენ

ფრანგმა ჩინოვნიკებმა განაცხადეს, რომ რომის ცენტრში მდებარე ესპანური კიბე საფრანგეთს ეკუთვნით.

სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ ცნობილი ძეგლი რომელიც რომში XVIII საუკუნეში გაჩნდა, ფრანგული ფულით იყო დაფინანსებული, პროექტირებაც ფრანგ დიზაინერს ეკუთვნის და ფრანგების აგებულია კიბეების თავზე განთავსებული ტაძარიც.

გარდა ამისა, კიბეებს დიდი ხნის განმავლობაში ფრანგული რელიგიური ორგანიზაცია პატრონობდა. სწორედ ამიტომ, ფრანგული მხარე მოითხოვს, რომ ესპანური კიბეების სტატუსი უკეთ დაზუსტდეს.

იტალიის ტურიზმის სამინისტროში თავის მხრივ პრეტენზიას იუმორით უპასუხეს და პარიზს ურჩიეს, რომ ფრანგული ხელოვნების შესახებ მეტი წაიკითხონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები