LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხერარდ პიკე ”ჰარვარდში” ისწავლის

38

”ბარსელონას” მცველი ხერარდ პიკე შვებულებას არა გასართობად,არამედ სასწავლებლად გამოიყენებს. ”ალავესთან” თასის ფინალის შემდეგ ესპანელი მადრიდში დარჩა, საიდანაც  აშშ-ში გაემგზავრება. ხერარდი შვებულების პერიოდში ჰარვარდის უნივერსიტეტში გაივლის კურსს –  ”მენეჯმენტის,სპორტისა და გართობის ბიზნესსფეროები”.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ფეხბურთელმა  სურვილი გამოთქვა გახდეს ”ბარსელონას” პრეზიდენტი  კარიერის დასრულების შემდეგ.  მისი დამსახურებით კატალონიურ გრანდს ახალი სპონსორი – იაპონური კომპანია  Rakuten ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები