LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2175
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 16:00-დან 18:52 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

ყურადღებით გაეცანით ყველა დოკუმენტს ხელმოწერამდე, რადგან მაღალია გამოუსწორებელი შეცდომის დაშვების ალბათობა.

არ ღირს საიდუმლოს გათქმა, რადგან სწორედ ისინი გიღალატებენ, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელით.  

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართად, გარიგებებისა და ხელშეკრულებების გასაფორმებლად, კომპიუტერული ტექნიკისა და საკომუნიკაციო აპარატურის შესაძენად, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განსახორციელებლად, აუქციონებისა და კონფერენციების მოსაწყობად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ თმის შეჭრისა და შეღებვისგან. კარგი დღეა სუნთქვითი ვარჯიშებისთვის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის სამკურნალოდ. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და სიმძიმის აწევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, კუჭს და ღვიძლს.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ყვითელი, ლურჯი და ნარინჯისფერი, ასევე ტოპაზი, აკვამარინი, ციტრინი, ზურმუხტი და საფირონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულისა და მორიელისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები