LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის  26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2211
მიხეილ ცაგარელი

ინტელექტის და გონების მმართველი პლანეტის – მერკურის 13 ოქტომბრამდე სასწორის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთი მხრივ, გონებამახვილობას, კომუნიკაბელურობას და დიპლომატიურობას, მეორეს მხრივ, გაორებას და მერყეობას, ზედაპირულობას და სულსწრაფობას გააძლიერებს.

პარტნიორული ურთიერთობა – აკონტროლეთ ემოციები, მოერიდეთ პარტნიორთან კამათს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ვაჭრობისა და კომერციისთვის, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად, ბინის კეთილმოწყობისა და დიზაინის შესაცვლელად, ბინის დალაგებისა და ზედმეტი ნივთებისგან გათავისუფლებისთვის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოება, გარიგებების და ხელშეკრულებების გაფორმება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა ხერხემლის, სახსრების და კბილების სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ცისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ზურმუხტი, აქატი, მარგალიტი, ოპალი და რაუხტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები