Tesla-ს რობოტიზირებული ტაქსი ავტობუსზე ძვირი არ ეღირება. ასეთი განცხადება კომპანიის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა ერთ-ერთ სოციალურ ქსელში გააკეთა. გარდა ამისა, ბიზნესმენმა გამოაქვეყნა სლოგანი We, RoboT, რაც უახლესი უპილოტოს მომავალ პრემიერაზე მიგვითითებს.
პრეზენტაცია სახელად Robotaxi ლოს-ანჯელესში 10 ოქტომბერს გაიმართება.
ღონისძიებამდე არც თუ ისე დიდი დროა დარჩენილი, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია თუ რა პროდუქტს წარადგენს Tesla. სავარაუდოდ, კომპანია უპილოტო ტაქსის პროექტს Cybercab-ს გვაჩვენებს. ამასთან, გავრცელდა მეორე მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც კორპორაცია ახალ ბიუჯეტურ მოდელს ამზადებს.
სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ავტონომიური ტაქსის პროტოტიპი, რომელზე მუშაობაც კომპანიას ჯერ არ დაუსრულებია, ინვესტორებს ალბათ ნაკლებად დააინტერესებთ. ბიზნესს უფრო მოეწონება ახალი, ნაკლებად ძვირადღირებული ელექტრომობილი, რომელიც სერიულ წარმოებაში უახლოეს მომავალში ჩაეშვება.