შვედმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მჯდომარე სამსახური ჯანმრთელობას არ გააუარესებს იმ შემთხვევაში, თუკი დღის განმავლობაში 30-40 წუთს ფიზიკურ აქტივობას დაუთმობთ. ამას 10 საათიანი ჯდომისგან მოყენებული ზიანის განეიტრალება და ნაადრევი სიკვდილის რისკის შემცირება შეუძლია, წერს Brit Safe.
ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად სპორტ-დარბაზში წასვლა არ არის აუცილებელი: მეცნიერთა თქმით, შესაძლებელია ლიფტის ნაცვლად კიბეებით სიარული, ბავშვებთან ან შინაურ ცხოველთან აქტიური თამაში, იოგა, ცეკვა, ველოსიპედით გასეირნება ან სწრაფად სიარული.
გარდა ამისა, სამუშაო დღის განმავლობაში შეგიძლიათ შიგადაშიგ შეისვენოთ, ადგეთ, გაიწელოთ, გაიარ-გამოიაროთ. აღსანიშნავია, რომ ასეთი დასკვნის მიღებამდე მეცნიერებმა 4 ქვეყანაში მცხოვრები 44 370 ადამიანის მონაცემი გააანალიზეს. შედეგები კი ასეთი იყო – რაც უფრო ნაკლებად მოძრაობდა ადამიანი, ნაადრევი სიკვდილის ალბათობაც იზრდებოდა.