LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის  4 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3756
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 14:41-დან 15:25 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

პარტნიორული ურთიერთობა – ეცადეთ ყველა პრობლემა მშვიდობიანად გადაწყვიტოთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სწავლისა და ცოდნის გაღრმავებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შეძენისთვის.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისთვის, კბილების, ყელის და ენდოკრინული სისტემის სამკურნალოდ. თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმლის, ალერგიული პროდუქტის და ხორციანი კერძების მირთმევისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ გრძნობის ორგანოებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, შავი, მწვანე, ლურჯი და კრემისფერი, ასევე ოპალი, ნეფრიტი, ჟადეიტი, ლაზურიტი და ტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისა და თხის რქისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და სასწორს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები