LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად დალევთ ევროპაში ყველაზე იაფფასიანი ლუდს

51

ევროპაში ყველაზე იაფფასიანი ლუდის დაგემოვნება ბუდაპეშტშია შესაძლებელი. ტურისტული სერვისის skyscanner-ის ექსპერტებმა მოიარეს მთელი ევროპა და უამრავი სახეობის ლუდიც დააგემოვნეს. შედეგად კი დაადგინეს, რომ ლუდის მინიმალური ღირებულება 1,2 ევროა და მისი მირთმევა უნგრეთის დედაქალაქშია შესაძლებელი. მეორე ადგილს კი სერბეთი და ბელგრადი იკავებს. ქალაქში ლუდის დაგემოვნება 1,3 ევროდაა შესაძლებელი. და ბოლოს, ლიდერთა სამეულს 1,8 ევროთი პოლონეთი და კრაკოვი ასრულებს.

აღსანიშნავია, რომ ლიდერთა სიაში ასევე მიუნხენი, ედინბრუგი, ლონდონი და პარიზიც კი მოხვდნენ. თუმცა, ამ უკანასკნელში ლუდი 7 ევრომდე ღირს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები