LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორვატი ექსტრემალების რისკიანი და სახიფათო მოგზაურობა (ვიდეო)

50

ხორვატი ექსტრემალები 240 მეტრის სიმაღლეზე მოდუნდნენ. უცნაურ აქტივობას ქალაქ მაიმოტსკმა უმასპინძლა.

ექვსმა ხორვატმა უზარმაზარი უფსკრულის თავზე თოკი გადაჭიმა და მასზე დიდი სიამოვნებით გაისეირნეს. უფრო მეტიც, რამდენიმე მათგანმა დაწოლა და დასვენებაც კი მოასწრო. ამ ყველაფერს თვითმხილველები უპილოტო დრონით იღებდნენ და მოგვიანებით კადრები ქსელშიც მოხვდა და ათასობით ნახვაც დააგროვა. თუმცა, როგორც იდეის ავტორები აცხადებენ, ეს არის ზედმეტად რისკიანი და ექსტრემალური ქმედება და მისი გამეორებისგან ყველას თავის შეკავებას ურჩევენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები