მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 19:54-დან 20:33 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, რადგან მაღალია ილუზიების და მცდარი შთაბეჭდილების შექმნის, სიყალბისა და სიცრუის ალბათობა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის, ბინის კეთილმოწყობისა და ინტერიერის დიზაინის შესაცვლელად, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, მცენარეების დარგვისა და გადარგვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ვაჭრობა და კომერცია, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება, ხელმძღვანელებთან ურთიერთობა და საკუთარი იდეების შეთავაზება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა ფილტვების და კუჭის სამკურნალოდ, არ ღირს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და სიმძიმის აწევას. თავი შეიკავეთ ხორცის და რძის პროდუქტის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ძვლოვან სისტემას და ხერხემალს, სახსრებს და მუხლებს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, მწვანე, ვერცხლისფერი და ნეონის ფერები, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, საფირონი, ცირკონი და აკვამარინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი წარმატებების მაუწყებელი გახდება.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და მერწყულს.
აუდიოჩანაწერი