LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოგზაურობა სიცოცხლეს ახანგრძლივებს – ახალი კვლევა

143
IMG_0533

მოგზაურობა თქვენი სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის საუკეთესო ინვესტიციაა.

ახალი კვლევა, რომელიც გამოცემა Journal of Travel-ში გამოქვეყნდა, ამტკიცებს რომ ახალი ადგილების აღმოჩენის პოზიტიურმა გამოცდილებამ შესაძლოა ბიოლოგიური დაბერების პროცესი შეანელოს. მკვლევრებმა გამოიყენეს ენტროპიის კონცეფცია – ფიზიკაში არეულობისა და ქაოსის საზომი – რომ აეხსნათ, თუ როგორ მოქმედებს შვებულება ჯანმრთელობაზე. მაღალმა ენტროპიამ ან მეტმა აშლილობამ ორგანიზმში შეიძლება დააჩქაროს დაბერება და გამოიწვიოს ჯანმრთელობის გაუარესება, ენტროპიის კლებას პირიქით ეფექტის გამოწვევა შეუძლია.

მოგზაურობა ხშირად მოიაზრებს ჩვეულებრივზე მეტ სოციალიზაციას ან ფიზიკურ აქტივობას, რაც ხელს უწყობს ჯანსაღ დაბერებას.

„მოგზაურობა ეს არის ყველაზე ღირებული შესაძლებლობა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, რაც ბიოლოგიური დაბერების პროცესზეც დადებითაც აისახება“, – აზუსტებს ფანგლი ჰუ, სამედიცინო და ჯანდაცვის მეცნიერებათა სკოლის მკვლევარი და ამ კვლევის წამყვანი ავტორი.

მოგზაურობის ნეგატიურმა გამოცდილებამ, როგორიცაა სტრესი ან ავადმყოფობა შეიძლება ჯანმრთელობის ცუდი შედეგები გამოიწვიოს. ხოლო მოგზაურობის პოზიტიურ გამოცდილებად ქცევის გზების პოვნა შეიძლება ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყოს.
„სხვადასხვა სახის მოგზაურობას შეიძლება განსხვავებული გავლენა ჰქონდეს ჯანმრთელობასა და დაბერების პროცესზე, ასევე ეს ზემოქმედება შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა პოპულაციაში.“ – ამბობს ჰუ, – „აუცილებელი არ არის მოგზაურობა მაინცდამაინც საერთაშორისო იყოს, უქმეებზე სადმე გაპარვაც შეიძლება ძალიან კარგად მუშაობდეს.“


მოგზაურობა გასწავლით როგორ დაისვენოთ

სტრესი დაბერების პროცესს აჩქარებს ამ დროს კი მოგზაურობა ადამიანებს ეხმარება დროებით დაივიწყონ ყოველდღიური პასუხისმგებლობები. კვლევებმა აჩვენა, რომ ხანმოკლე 3-4 დღიან შვებულებასაც კი შეუძლია რომ სტრესი შეამციროს.
შვებულებისგან მაქსიმალური სიამოვნების მისაღებად ყოველი წამისგან მაქსიმალური სიამოვნების და გამოცდილების მიღება უნდა შეძლოთ. მოგზაურობა სტრესის მართვის ახალი გზების აღმოჩენაშიც დაგეხმარებათ.

„ერთი სასარგებლო რამ, რასაც შესაძლოა მოგზაურობა აკეთებს, არის ის რომ გვასწავლის დასვენებას, შეიძლება აღმოაჩინო ჰობი ან აღმოაჩინო ახალი მიდგომა, რომელიც დაგეხმარება გაუმკლავდე სტრესს, როცა ის დაბრუნდება“ – წერია კვლევაში.


იყავი აქტიური მოგზაურობის დროს

მიუხედავად იმისა, გადაწყვეტთ ლაშქრობას, ველოსიპედით გასეირნებას თუ ქალაქის ფეხით მოვლას, მოგზაურობა ყოველთვის მეტ ფიზიკურ აქტივობას გულისხმობს, ვიდრე სახლში ჯდომა. ვარჯიში რომ ძალიან სასარგებლოა ეს ყველამ კარგად იცის, უმჯობესდება ჯანმრთელობა, იკლებს გულის დაავადებების, დემენციის რისკი.
ფიზიკური აქტივობა მოგზაურობის დროს დაგეხმარებათ უკეთ დაიძინოთ, იგრძნოთ ნაკლები შფოთვა და შეამციროთ არტერიული წნევა.
ერთ აქტიურ შვებულებას თქვენი გაახალგაზრდავება გაუჭირდება, თუმცა ფიზიკური აქტივობა და დადებითი ემოციები ჯანმრთელად დაბერებას შეუწყობს ხელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები