LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში 4 ყველაზე დაბალფასიანი პიკაპი გამოვლინდა

119

ექსპერტებმა motor1-დან აშშ-ს ტერიტორიაზე ოთხი ყველაზე დაბალფასიანი პიკაპი გამოავლინეს. რეიტინგში მხოლოდ ის მოდელები შევიდნენ, რომლებსაც ყველაზე დაბალი საბაზრო ღირებულება აქვთ. შეერთებულ შტატებში პიკაპები დიდი მოთხოვნით სარგებლობენ, რადგან ძალიან პრაქტიკულია და შესანიშნავი გამავლობა აქვთ. საინტერესოა, რომ რეიტინგის შედგენისას სპეციალისტებმა გაითვალისწინეს არა მხოლოდ დაბალი ღირებულება, არამედ საწვავის ხარჯი და სარემონტო სამუშაოების ფასიც.

ყველაზე მომგებიანი კომპაქტური პიკაპების კლასში Toyota Tacoma აღმოჩნდა. მისი ექსპლუატაციისას ხარჯები ხუთი წლის განმავლობაში 33 258 დოლარს შეადგენს. ასევე, ამ ავტომობილს გადაყიდვისას საკმაოდ მაღალი ღირებულება აქვს.

ყველაზე იაფიანი სრულზომიანი პიკაპი Toyota Tundra აღმოჩნდა, რომლის ხუთ წლიანი ექსპლუატაციაც 39 900 დოლარი ჯდება.

750 კილოგრამ წონით კატეგორიაში ყველაზე იაფი Nissan Titan XD ღირს, ხოლო მისი ხუთ წლიანი ექსპლუატაციისას 46 926 დოლარია საჭირო.

ყველაზე მომგებიან ტონიან პიკაპად კი Ford F-350 დასახელდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები