დედამიწა უარყოფით ენერგოველშია, ამიტომ კვირის პირველი ნახევარი უფრო რთული იქნება, ვიდრე მეორე. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან მაღალია პრობლემების და უსიამოვნებების ალბათობა.
ვერძი – ფინანსური პრობლემების კვირაა, ამიტომ მოერიდეთ ძვირადღირებულ საყიდლებს, მსხვილ ინვესტიციებსა და კაპიტალის დაბანდებას, ხელშეკრულებების გაფორმების შემთხვევაში კი, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია პროფესიონალთან. თავი შეიკავეთ სარისკო მოქმედებების და გაუაზრებელი გადაწყვეტილებების მიღებისგან, უმჯობესია იმოქმედოთ პრინციპით “შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი”. გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება და დიპლომატია როგორც საქმიან, ისე სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობისას.
კურო – ემოციური არასტაბილურობის კვირაა, რაც სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნით. ეცადეთ გაერკვეთ საკუთარ სურვილებში და სწორად განსაზღვროთ პრიორიტეტები. არ ღირს ზედმეტი სიამაყის გამოვლენა და მეგობრების დახმარებაზე უარის თქმა. მეტი ყურადღების გამოჩენა გმართებთ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ, რადგან არაა გამორიცხული თავი იჩინონ საექიმო შეცდომებმა, ამიტომ მიმართეთ კომპეტენტურ სპეციალისტებს და გადაამოწმეთ ნებისმიერი დიაგნოზი.
ტყუპები – მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსისა და იმუნიტეტის ფონზე, იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, მაგრამ მაინც არ ღირს საკუთარ თავზე ზედმეტი წარმოდგენის შექმნა და იმ საქმეს შეჭიდება, რომლის შესრულება ძალიან გაგიჭირდებათ. აკონტროლეთ ემოციები, მოერიდეთ გადაწყვეტილებების იმპულსურად მიღებას, რათა არ დაუშვათ შეცდომა, რომლის გამოსწორება ძალიან გაგიჭირდებათ. არ ღირს კამათი საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან, რადგან არაა გამორიცხული ჩვეულებრივი კინკლაობა სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდოს და სამუდამოდ მოგიწიოთ ურთიერთობის გაწყვეტა.
კირჩხიბი – დასუსტებული ენერგოტონუსისა და იმუნიტეტის ფონზე არ ღირს ფიზიკურად და ემოციურად გადაღლა, უმჯობესია მონახოთ დრო დასვენებისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად, რათა თავი დააღწიოთ დაავადებების გამწვავებას. აკონტროლეთ ემოციები, არ ღირს უმიზეზოდ გაღიზიანება, გარშემომყოფებსა და ოჯახის წევრების საქციელზე გაბრაზება. არ აჰყვეთ ილუზიებს, მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და ავანტიურულ პროექტებში მონაწილეობას.
ლომი – მოულოდნელობების კვირაა, ამიტომ გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება. შესაძლოა გვერდზე მოგიწიოთ გეგმების გადადება, რადგან იძულებული გახდებით იმოქმედოთ სპონტანურად მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით. ნუ ეცდებით საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან აღებული ვალდებულებებისგან თავის დაღწევას, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში მოგიწევთ მათი შესრულება. არაა გამორიცხული გამჟღავნდეს ძველი საიდუმლო, რაც სკანდალისა და სერიოზული პრობლემების მიზეზი გახდება.
ქალწული – მეტად ემოციური კვირაა, რაც განსაკუთრებით მწვავედ დასუსტებული ენერგოტონუსისა და არასტაბილური ჯანმრთელობის ფონზე გამოვლინდება. მოერიდეთ იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებას. არ ღირს პირად და საქმიან ურთიერთობაში აგრესიის და გაღიზიანების გამოვლენა. მართალია, დაღლილობა არ მოგცემთ საქმეების ბლომდე მიყვანის საშუალებას, რაც კოლეგების კრიტიკის მიზეზი გახდება, მაგრამ მაინც არაა საჭირო კონფლიქტში ჩაბმა. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გმართებთ მგზავრობისა და მოგზაურობისას, რადგან მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობა. თავი შეიკავეთ მსხვილი საყიდლებისგან, ინვესტიციებისა და კაპიტალდაბანდებებისგან.
სასწორი – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც თქვენ ბრძანდებით. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, ორგანიზატორული და ლიდერული თვისებების გამოვლენას. პოზიტიური შესაძლებლობების მიუხედავად, თქვენც გმართებთ სიფრთხილისა და ყურადღების გამოჩენა, რადგან მაღალია ფინანსური დანაკარგების ალბათობა. მოერიდეთ მსხვილ საყიდლებს, საეჭვო ინვესტიციებსა და ავანტიურულ გარიგებებს. მართალია, გაგიჩნდებათ ცვლილებების სწრაფად განხორციელების სურვილი, მაგრამ არ ღირს აჩქარება, უმჯობესია კარგად დაფიქრდეთ, რათა არ დაუშვათ შეცდომა და არ გაუშვათ ხელიდან მეტად პერსპექტიული შანსები.
მორიელი – ერთ-ერთი ურთულესი კვირაა მთელი წლის მანძილზე. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მოიმატებს აგრესია და გაღიზიანება. ურთიერთგაგების შემცირების ფონზე განსაკუთრებული სირთულეებია მოსალოდნელი საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობაში, გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და დიპლომატია, რათა არ დაძაბოთ ისედაც დამძიმებული სიტუაცია. არ ღირს ეგოიზმის გამოვლენა და საკუთარი სურვილების გარშემომყოფებისთვის თავსმოხვევა, რადგან მაინც ვერ მიაღწევთ სასურველ შედეგს.
მშვილდოსანი – მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მაგრამ მაინც გაგიჭირდებათ დასახული მიზნების განხორციელება, რადგან ერთდროულად მოგიწევთ რამდენიმე საქმის შესრულება, რაც თქვენს გაღიზიანებას გამოიწვევს. სირთულეების მიუხედავად, მაინც არ ღირს უკან დახევა და ყველაფერზე ხელის ჩაქნევა. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში გამჟღავნდეს დიდი ხნის მანძილზე დაფარული საიდუმლო, რაც სერიოზული პრობლემების მიზეზი გახდება. გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რადგან მაღალია ფეიკებისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელების ალბათობა.
თხის რქა – კომუნიკაციური პრობლემების კვირაა. ურთიერთგაგების შემცირების ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვა და მიღებული ინფორმაციის სწორად გაგება, რაც სერიოზული შეცდომების მიზეზი გახდება. მართალია, იშვიათად გამოხატავთ ემოციებს, მაგრამ ამ კვირაში ვერ შეძლებთ გრძნობების მართვას, რითაც სხვები ისარგებლებენ. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება კონკურენტებისა და მოშურნეების მიმართ, რომლებიც მაქსიმალურად ეცდებიან ისარგებლონ თქვენი სისუსტით და ხელი შეგიშალონ დასახული მიზნების განხორციელებაში.
მერწყული – ცვლილებების კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ლიდერული თვისებების გამოვლენას, მაგრამ მოულოდნელი ცვლილებები და გაუთვალისწინებელი მოვლენები მაინც სპონტანურად გაიძულებთ მოქმედებას, რაც თქვენს გაღიზიანებას გამოიწვევს, რადგან მოუმზადებლად მოგიწევთ ურთულეს პრობლემებს შეჭიდება. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რათა არ დაუშვათ შეცდომები, რომლებითაც თქვენი კონკურენტები ისარგებლებენ.
თევზები – რთული და დაძაბული კვირაა, რასაც გადაუდებელი საქმეების შესრულების ვალდებულებაც დაემატება. მართალია, მოგიწევთ ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება, მაგრამ მაინც უნდა გამონახოთ დრო დასვენებისთვისაც, რადგან სწორედ ფიზიკური და გონებრივი გადაღლილობა გახდება შეცდომების მიზეზი. არ ღირს გარშემომყოფებთან კამათი და დაპირისპირება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არავის მოუნდება თქვენი მოსმენა და აზრის გათვალისწინება. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე მგზავრობისა და მოგზაურობის დროს, რადგან მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობა. ენას კბილი დააჭირეთ, მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს და გეგმების გათქმას, რადგან ბევრი ეცდება თქვენთვის ხელის შეშლას.
გეომაგნიტური დღეები – 14, 15, 17 და 19 ოქტომბერი.
აუდიოჩანაწერი