სავსემთვარეობის ენერგეტიკულად მძიმე დღეა. დაძაბულობა პიკს 15:28 საათზე მიაღწევს, როცა მთვარის მესამე ფაზა დაიწყება. მზის და მთვარის ენერგიების დაპირისპირება ვერძი-სასწორის ზოდიაქალურ ღერძზე ნეგატიურად აისახება ზოდიაქოს ყველა ნიშანზე. მოიმატებს აგრესიისა და დეპრესიის, შეცდომებისა და ცდუნებების, ტრავმებისა და ავარიების, კონფლიქტებისა და დაპირისპირებების ალბათობა.
მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 23:27-დან 00:02 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი საქმის დაწყება და სამსახურის მოძიება, გარიგებების და ხელშეკრულებების გაფორმება, შეხვედრების და მოლაპარაკებების გამართვა, ვაჭრობა და კომერცია, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმლისა და ხორციანი კერძების მიღებისგან. მოერიდეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს და გრძნობის ორგანოებს.
დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ლურჯი, ცისფერი, ნარინჯისფერი და ნაცრისფერი, ასევე გიშერი, ფირუზი, იაგუნდი, ტოპაზი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისა და ლომისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, ქალწულს და მორიელს.