ქალაქ სან ასენსიოში ტრადიციული ზეიმი, ღვინის ომი გაიმართა, რომლის მსვლელობის დროსაც ქალაქის მაცხოვრებლებმა ერთმანეთს 40 000 ლიტრი ვარდისფერი ღვინო შეასხეს.
ისევე როგორც გასულ წელს, ღონისძიება დაახლოებით 11:00 საათზე ქალაქის მთავარ მოედანზე დაიწყო, სადაც მონაწილეებს ღვინითა და ტრადიციული ღვეზელებით გაუმასპინძლდნენ. ამის შემდეგ კი ყველა მონაწილე გაემართა ადგილზე სახელწოდებით სერილიო-ვერბალიე, რომელიც ღვინის წარმოების ზონაშია. სწორედ აქ მიმართება ხოლმე თავად ბრძოლაც. სტუმრები ერთმანეთს ღვინოს სათლებით, წყლის პისტოლეტებით, ქვაბებითა და სხვა მრავალი სახის ჭურჭლით ასხავდნენ.
ქალაქის მერმა განაცხადა, რომ ეს ტრადიცია 40 წლის წინ პატარ სოციალურ წრეში Clarete-ში ჩამოყალიბდა, სადაც ადამიანებმა პირველად დაიწყეს ერთმანეთისთვის ღვინის შესხმა სადილის შემდეგ, თანდათანობით ეს იდეა სან ასენსიოს სხვა მაცხოვრებლებმაც გადაიღეს. დღეს კი ღვინის ომს წინ დახუნძული კულტურული კვირეული უძღვის წინ.