ამსტერდამელებს ქალაქის 750 წლის იუბილეს აღსანიშნავად ათასობით ხეს უფასოდ დაურიგებენ. სიახლის შესახებ Amsterdam.nl წერს.
მოქალაქეებს სთავაზობენ, რომ ადგილობრივი ორი სახეობიდან ერთ-ერთი აირჩიონ – ევონიმუსი ან ნეკერჩხალი. ნერგები სპეციალურად ისეთი ზომის შეარჩიეს, რომ მათი ველოსიპედით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადატანა მარტივი ყოფილიყო.
მცენარის დარგვას ამსტერდამელებს ბაღში ან აივანზე სთავაზობენ. ყველა მსურველს შეუძლია რომ თავისი ხე სპეციალურად შექმნილ პლატფორმაზეც დაარეგისტრიროს და შემდეგ უკვე ციფრულ რუკაზე დააკვირდეს იმას თუ როგორ იზრდება საქალაქო ტყე.
აღსანიშნავია, რომ მსგავსია ქციები ამსტერდამში თითქმის ყოველწლიურად ტარდება. 2023 წელს ადგილობრივებს 3,2 ათასი ხის ნერგი დაურიგეს.
ამასობაში ევროპაც გეგმავს, რომ პლანეტის მწვანე საფარზე განსაკუთრებულად იზრუნოს და 2030 წლისთვის 3 მილიარდი ახალი ხის დარგვა იგეგმება.