ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით დედაქალაქის ქუჩებში სატრანსპორტო შეზღუდვებია, განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, დღეს 10:00 საათიდან 1 აგვისტოს 17 საათამდე ავტომანქანებით გადაადგილება აიკრძალა ჭანტურიას ქუჩაზე.
31 ივლისს 20:00 საათიდან 1 აგვისტოს 16:00 საათამდე დაიკეტება რუსთაველის გამზირი.
31 ივლისის 19:00 საათიდან 22:00 საათამდე მოძრაობა შეიზღუდება კოჯრის გზატკეცილზე, კოჯრიდან თბილისის მიმართულებით. ავტომანქანები იმოძრავებენ შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელი ახალი გზით.
მაიკ პენსი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით 2 დღიანი ვიზიტით ესტუმრება.