ტამპერეში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატის დასკვნითი დღე გაიმართა.
ფინალურ ბლოკში მედლისთვის ბრძოლა მხოლოდ ერთმა ქართველმა მოჭიდავემ, ზვიად პატარიძემ განაგრძო.
120 კგ წონით კატეგორიაში პატარიძემ ყირგიზ კიმ რომანს 6-2 სძლია და ახალგაზრდებს შორის ზედიზედ მესამედ ოქროს მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდ ქართველი ფალავანი საერთო ჯამში ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია.
ქართველმა მძიმეწონოსანმა ფინალის გზაზე 4 მეტოქე დაამარცხა, იაპონელი იცუკი შოჯი 47 წამში ხოლო რუმინელი ისტვან ბერეი 17 წამში აშკარა უპირატესობით 8-0 გაანადგურა, მეოთხედფინალში ირანელ ამინ მირზაზადეს 4-1 მოუგო, ნახევარფინალში კი რუსი გიორგი გაჯინოვი 4 წუთში იოლად 9-0 დაჯაბნა.