LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Dodge Viper ACR–ის ახალი რეკორდი (ვიდეო)

38

„ვაიპერი“ გამოვიდა გზაზე, რომლის შესახებაც არავის სმენია და იქ მეორე რეკორდი დაამყარა. სუპერქარი Dodge Viper ACR საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ ტრასაზე New York Safety Track-ზე გამოვიდა და ერთი წრის გასაკეთებლად მხოლოდ 1 წუთი და 29,08 წამი დასჭირდა. მთლიანობაში აღნიშნული მოდელის ანგარიშზე არაერთი რეკორდია. პირველი რეკორდი ივნისის დასაწყისში დამყარდა და მაშინ ავტომობილს ერთი წრის გასაკეთებლად 1 წუთი და 30,9 წამი დასჭირდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მან სარბოლო მოდელის West WR1000-ის მაჩვენებელი 2 წამით გააუმჯობესა. რაც შეეხება New York Safety Track-ს, ის ნიუ-იორკის შტატიდან 100 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ტრასა თავდაპირველად მოტოციკლეტებისთვის შეიქმნა, თუმცა ამჟამად მას ავტომობილთა რბოლებისთვისაც იყენებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები