სად არიან ტურისტები? – ექსპერტებმა ყველაზე არაპოპულარული ქვეყნები გამოავლინეს. სიაში პირველ ადგილს პოლინეზიაში მდებარე წყნარი ოკეანის სახელმწიფო – ტუვალუ იკავებს. ასეთი დასკვნა „დეილი მეილმა“ მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ ულამაზეს კუნძულს 2016 წელს მხოლოდ 1000 ტურისტი ეწვია. ეს მაშინ, როცა ქვეყანაში დანაშაულის დონე ძალიან დაბალია და ტერორიზმის საფრთხეც თითქმის არ არსებობს. რეიტინგის მეორე ადგილს კირიბატის რესპუბლიკა იკავებს. მიკრონეზიული სახელმწიფო ასევე წყნარ ოკეანეში მდებარეობს და გასულ წელს მას მხოლოდ 4 ათასი მოგზაური ესტუმრა.
დაბოლოს, ლიდერთა სამეულს სან-ტომეს კუნძული ასრულებს. ცენტრალურ აფრიკაში მდებარე სახელმწიფოს მხოლოდ 8 ათასი უცხოელი ვიზიტორი ყავდა. აღსანიშნავია, რომ არაპოპულარულთა სიაში ასევე მონტენეგრო, აფრიკული კომორი, ჯიბუტის რესპუბლიკა, სან-მარინო, სიერა-ლეონე და ლიხტენშტაინი მოხვდნენ.

