ავტოსალონების დაისი – ფაქტია, რომ ბოლო წლებში ბევრი მასშტაბური საავტომობილო გამოფენა გაუქმდა, ჟენევის ავტოშოუ კი საბოლოოდ დაიხურა.
ჯერ კიდევ 2 წლის წინ სპეციალისტები ფიქრობდნენ, რომ ამ გზას გაიმეორებდა პარიზის ავტოსალონიც – მაშინ მისი ექსპოზიცია საკმაოდ მოკრძალებული იყო. თუმცა, წელს, ასეთი შთაბეჭდილება უკვე აღარავის შეჰქმნია.
წელს ფრანგი ავტომწარმოებლების ნამდვილი ბენეფისი იყო: განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს Renault-ის ჯგუფი. ყველა სიახლის ნახვა ჩვენს რეპორტაჟში შეგიძლიათ.