თელ-ავივის კლინიკაში საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრს გიორგი ცინცაძეს ნატკენ ფეხზე დიაგნოსტიკა ჩაუტარდა. კალათბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ექიმების დასკვნით, დაზიანება სერიოზული არ არის.
იმის თქმა, თუ როდის შეძლებს ცინცაძე ვარჯიშს, ან თამაშს, ამ დროისთვის შეუძლებელია. ეს დამოკიდებულია აღდგენის პროცესზე, თუ რამდენ ხანში ჩადგება მწყობრში ამობრუნების შედეგად ნატკენი ფეხი.
სავარაუდოდ, დღეს ცნობილი გახდება დაახლოებითი დრო, თუ როდის შეძლებს გიორგი ცინცაძე თამაშს.