LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანა შიგნით მყოფი ექიმებით გაიტაცა

109
ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანა შიგნით მყოფი ექიმებით გაიტაცა

აშშ-ში ქალმა რეანიმობილი შიგნით მყოფი მედიკოსებით გაიტაცა. ინციდენტი 29 ოქტომბრის საღამოს, ახალ ორლეანში მოხდა.

ქალმა, რომლის ვინაობაც არ ზუსტდება, უსახლკაროთა თავშესაფართან დაპარკინგებულ სასწრაფო დახმარების მანქანაში შეაღწია. მაშინ როცა ის საჭეს მიუჯდა, პარამედიკოსები პაციენტს პირველად დახმარებას უწევდნენ. მიუხედავად ამისა, ამერიკელმა ძრავა ჩართო და წავიდა. გამტაცებელმა 5 კილომეტრის გავლა მოასწრო მანამ, სანამ ავტომობილს სხვა რეანიმობილები დაეწეოდნენ.

პოლიციამ ამერიკელი დააკავა და ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის სამედიცინო ცენტრში გაგზავნა. ქალს ბრალს გატაცებისთვის და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის წაუყენებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები