LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

200 წლის წინ დაკარგული შოპენის ვალსი ნაპოვნია

130
56a6dbd0-95c0-11ef-9035-b1306168

ნიუ-იორკში, მორგანის მუზეუმის საცავში პოლონელი კომპოზიტორის ფრედერიკ შოპენის აქამდე უცნობი ვალსი იპოვეს. ნაწარმოები თითქმის 200 წლის წინაა დაწერილი, აზუსტებს BBC-ი.

პარტიტურა მუზეუმის თანამშრომელმა რობინსონ მაკლელანმა კოლექციის გადახარისხების დროს იპოვა. ის გადააწყდა ჩანაწერს წარწერით „ვალსი, შოპენი“.

მაკლელანმა ვალსი პიანინოზე შეასრულა და ის როგორც „ენერგიული ნაწარმოები“ ასე აღწერა. პარტიტურის ფოტო მან შოპენის ხელოვნების წამყვან მკვლევარს გადაუგზავნა და მისგან დასტურიც მიიღო, რომ ეს ნამდვილად შოპენის ხელწერაა, ვალსი 1830-1935 წლებშია დაწერილი, მაშინ როცა კომპოზიტორი მხოლოდ 20 წლის იყო.

აღსანიშნავია, რომ ვალსი მხოლოდ 80 წამი გრძელდება და ლა მინორის ტონალობაშია დაწერილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები